მეცხრე დღე
ტრენინგის ბოლო დღეს ვისაუბრეთ მოსწავლის ორიენტირებულ სწავლების სტანდარტებზე. დავათვალიერეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი და მოვნიშნეთ შესასრულებელი აქტივობები ტრენერმა კიდევ ერთხელ დაგვათვალიერებინა პროექტის შეფასების რუბრიკა. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩემი პორტფოლიო მოწონებას დაიმსახურებს. შევაფასეთ ერთმანეთის პორტფოლიოები. დიდი მონდომებით ვესწრებოდი ტრენინგს. დღის ბოლოს ავტვირთეთ ჩვენი სასწავლო პროექტი. წარმატებას ვუსურვებ ყველა მასწავლებელს.